ბეთ ჰარტი - მადლობა საქართველოს მშვენიერი ხალხისთვის, ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები
მადლობა საქართველოს მშვენიერი ხალხისთვის და მშვენიერი ადგილებისთვის, ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები, – ამერიკელი მომღერალი ბეთ ჰარტი საქართველოში ჩამოსვლის სურვილს კიდევ ერთხელ, ამჯერად საკუთარ “თვითერის” გვერდზე გამოთქვამს.
მომღერალი 18 ნოემბერს საქართველოში გამართული კონცერტს გამოეხმაურა. თანამედროვე ბლუზის ლეგენდა, საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობდა. მან კონცერტი Tbilisi Open Air-ის ფარგლებში, ძველი იპოდრომის სცენაზე გამართა.
ბეთ ჰარტი საქართველოს დედაქალაქში პირველად – 2014 წელს იმყოფებოდა და სოლო კონცერტი ჩაატარა. 2015 წელს თბილისს ფესტივალის Tbilisi Open Air-ის ფარგლებში ეწვია.
ორსაათიანი კონცერტის ფარგლებში განმავლობაში მან ცნობილი ჰიტები შეასრულა. კონცერტის დასრულების შემდეგ კი საკუთარ გულშემატკივრებს მან დაბრუნების პირობა სცენიდან მისცა.
ბეთ ჰარტი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელმაც მსოფლიო ყურადღება და აღიარება მოიპოვა სიმღერით la song ალბომიდან Screamin’ for My Supper. ამ დრომდე მას ჩაწერილი აქვს ცხრა ალბომი.
2014 წელს ალბომისთვის SeeSaw გრემიზე იყო ნომინირებული. ასევე, 2014 Blues Music Award-ზე იყო ნომინირებული კატეგორიაში ბლუზის საუკეთესო ქალი მომღერალი.