თურქულ გრანდს „ბეშიქთაშს“ თავის რიგებში ფორვარდ მარიო მანჯუკიჩის ხილვა სურს.
ხორვატი, რომელიც გასული წლის ზაფხულიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, 2022 წლის ივნისამდე იმედოვნებს კონტრაქტის გაფორმებას. ამის შესახებ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ დაწერა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფეხბურთელი პრაქტიკულად შეთანხმებული იყო „სელტასთან“, ზაფხულში კი აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები ხორვატის მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადასვლაზე.
შარშანწინდელ სეზონში მანჯუკიჩი „იუვენტუსის“ რიგებში თამაშობდა, სადაც 25 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, ფორვარდი ყატარში გაემგზავრა.