ბერნი სანდერსმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას, გასცენ ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერი, მხარი დაუჭირა
ამერიკელმა დამოუკიდებელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის მოთხოვნას, გასცენ ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერი, მხარი დაუჭირა.
„მჯერა, რომ არსებობს არსებითი მტკიცებულება იმისა, რომ ისრაელის მთავრობამ, ნეთანიაჰუს მეთაურობით, გამოიყენა შიმშილი, როგორც ომის იარაღი. აშკარად დაუმიზნა მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ჩემი აზრით, ყველა ვთანხმდებით, რომ, რა თქმა უნდა, ისრაელს ჰქონდა უფლება, დაეცვა თავი ჰამასის 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და სწორედ აქ მივდივართ ომის დანაშაულების საკითხამდე.
დიახ, თქვენ გაქვთ საკუთარი თავის დაცვის უფლება, მაგრამ ნეთანიაჰუს და მის მთავრობას არ აქვთ უფლება, აწარმოონ ყოვლისმომცველი ომი ბავშვების, ქალების წინააღმდეგ, უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ და ამისთვის უნდა არსებობდეს შედეგები. ის, რაც ჰააგის სასამართლომ გააკეთა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გლობალური საზოგადოებისთვის, არამედ იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ კაცობრიობის ბარბაროსობამდე მიყვანა“, – განაცხადა სანდერსმა სენატში სიტყვით გამოსვლისას.