გერმანელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოფისს ბერლინში მანქანა შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაზიანდა შენობის შესასვლელი. ინციდენტის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პოლიციამ დაადგინა 58 წლის მამაკაცი ამ გზით თვითმკვლელობას გეგმავდა. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავები სხვა ვერსიებსაც განიხილავენ, რადგან მანქანაში აღმოჩენილია ბენზინით სავსე ავზები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები.