ბერლინში, შტაზის მუზეუმიდან კარლ მარქსისა და ლენინის ორდენი მოიპარეს
ბერლინში, შტაზის მუზეუმიდან კარლ მარქსისა და ლენინის ორდენი მოიპარეს

ბერლინში, შტაზის მუზეუმიდან კარლ მარქსისა და ლენინის ორდენი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მუზეუმის დირექტორი იუწყება, ასევე მოპარულია საყურე, მარგალიტის ბეჭედი, ოქროს საათი და ოქროს ქრონომეტრი.

მოპარული ნივთების ღირებულება ათასობით ევროს აღწევს.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს ასევე გაქურდეს დრეზდენის მუზეუმი, საიდანაც ერთი მილიარდი ევროს ღირებულების უნიკალური ნივთები მოიპარეს.