ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ
ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ

ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ. პირველად შვიდი წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური პროტესტის გამო, გერმანიის დედაქალაქში შეფერხებულია მეტროს, ტრამვაისა და ავტობუსების დიდი ნაწილის გადაადგილება.

გაფიცვის მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

როგორც „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) იუწყება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლების გაფიცვა ასობით ათას ბერლინელს და ქალაქში ჩასულ ტურისტს შეეხება. მათ შორის შეფერხდება კინოფესტივალ „ბერლინალეს“ მსვლელობაც.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფიცვა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დასრულდება, თუმცა სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოძრაობის სრული აღდგენისთვის დამატებით რამდენიმე საათი იქნება საჭირო.