ბერლინში საპროტესტო აქციაზე 365 ადამიანი დააკავეს, დაშავდა ათამდე სამართალდამცველი
ბერლინში ინფექციური დაცვის შესახებ კანონის განახლების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციამ 365 ადამიანი დააკავა. აქციაზე დაშავდა ათამდე სამართალდამცველი.
აქციის მონაწილეები „კოვიდ-19“ პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული შესწორების წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც მათი თქმით, ადამიანის სამოქალაქო უფლებებს არღვევს.
ბუნდესტაგის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა, თუმცა როგორც სამართალდამცავ უწყებაში განმარტავენ, არც ერთი მათგანი სრული სიმძლავრით არ გამოუყენებიათ და ჭავლი უშუალოდ მოქალაქეებისკენ არ ყოფილა მიმართული.
რაც შეეხება კანონს, დეპუტატებმა ის 415 ხმით, 236-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.