ბერლინში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული სამთავრობო ზომები გააპროტესტეს
ბერლინში საპროტესტო აქცია გაიმართა. „ბიბისის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული სამთავრობო ზომები გააპროტესტეს.
„ბიბისის“ ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ულტრამემარჯვენეთა დროშები და სიმბოლოები. მასში მონაწილეობდნენ ე.წ. შეთქმულების თეორიის მომხრეებიც, რომლებსაც “კოვიდ-19“-ის არსებობის არ სჯერათ.
აქციას, რომელშიც გერმანიის თითქმის ყველა რეგიონიდან ჩასული დემონსტრანტები მონაწილეობდნენ, „თავისუფლების დღე“ უწოდეს.