ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ბერლინში დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბრიტანეთის საელჩოს დაცვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, 58 წლის დევიდ ბელენთაინ სმიტმა რუსული მხარისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა აღიარა. თუმცა, ბრალდებული უარყოფდა, რომ მას ამისთვის გადაუხადეს.
მოსამართლემ განაცხადა, რომ ბრალდებულმა საელჩოს თანამშრომლები საფრთხეში ჩააგდო ბერლინში რუსეთის საელჩოსთვის მათი ფოტოების გადაცემით. თუმცა, სმიტი ამტკიცებდა, რომ საელჩოს უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება სურდა.
სმიტი 2021 წლის ზაფხულში სპეცოპერაციის შედეგად გერმანიაში დააკავეს. შემდგომ კი მისი ბრიტანეთში ექსტრადირება განხორციელდა.