მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, ბერლინის სიმბოლოზე, ბრანდენბურგის კარიბჭეზე სიტყვა „მადლობა“ ოთხ – გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე აინთო. ამ აქციით, ბერლინს სურდა, მადლობა გადაეხადა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ევროპა გაათავისუფლეს ნაცისტებისგან.
„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, ბერლინში დაგეგმილი ღონისძიებების დიდი ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი, ფიზიკური დისტანცირების რეჟიმში ჩატარდა.