ბერლინში ანგელა მერკელის პატივსაცემად ცერემონია გაიმართა [ვიდეო]

გერმანიის კანცლერის პატივსაცემად ცერემონია ბერლინში, გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან გაიმართა. ანგელა მერკელმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა გერმანელებს.

ტრადიციული ღონისძიების ყველაზე სანახაობრივი ნაწილი სამხედრო შენაერთების აღლუმი იყო.

როგორც წესი, კანცლერს ეძლევა უფლება აირჩიოს მუსიკალური ნაწარმოებები, რომელსაც გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი ასრულებს. მერკელმა რამდენიმე კომპოზიაც აირჩია. ერთ-ერთი მათგანი კი „გერმანული პანკ-როკის ფუძემდებლის“ ნინა ჰაგენის 1970-აინი წლების ჰიტი აღმოჩნდა.

გერმანიის ახალ კანცლერს ბუნდესტაგი 8 დეკემბერს დანიშნავს. ეს სოციალ-დემოკრატების ლიდერი ოლაფ შოლცი იქნება.

ანეგელა მერკელი გერმანიის კანცლერად 16 წელი მუშაობდა.