ბერლინსა და ამსტერდამში ეკოაქტივისტებმა ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს
ბერლინში ეკოაქტივისტებმა ცენტრალური სატრანსპორტო კვანძი გადაკეტეს.
ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე ათასამდე ადამიანმა გერმანიის დედაქალაქის ცენტრში, ტირგარტენის პარკში სატრანსპორტო წრე გადაკეტეს.
დემონსტრაცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სამართალდამცველები მძღოლებს მოუწოდებენ აღნიშნულ ტერიტორიას თავი აარიდონ.
ეკოაქტივისტები ხელისუფლებას ქვეყანაში საგანგებო კლიმატური მდგომარეობის გამოცხადებისა და ნახშირორჟანგის შესამცირებლად სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
ამასთან, როგორც ნიდერლანდების სამაუწყებლო კორპორაცია იტყობინება, ეკოაქტივისტებმა გზა გადაკეტეს ამსტერდამის ცენტრშიც, რამაც ქალაქში საცობები შექმნა. არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს.