ბერლინმა უარი განაცხადა მინსკის შეთავაზებაზე ორი ათასი მიგრანტის მიღების შესახებ
ბერლინმა უარი განაცხადა მინსკის შეთავაზებაზე ორი ათასი მიგრანტის მიღების შესახებ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ორი ათასი მიგრანტისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეა არ არის გამოსავალი, რომელიც გერმანიისთვის და ევროკავშირისთვის იქნება მისაღები.
ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ, ანგელა მერკელთან განხორციელებული სატელეფონო საუბრისას, ხუთი ათასი მიგრანტის სამშობლოში გაგზავნის მზადყოფნა გამოთქვა, თუ ევროკავშირი ორი ათას ადამიანს მიიღებს.
ლუკაშენკო აცხადებს, რომ ორი ათასი მიგრანტის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირისგან პასუხს ელოდება. მისი თქმით, ანგელა მერკელი მას ევროკავშირის ლიდერებთან კონტაქტების დამყარებას დაჰპირდა თუმცა ჯერჯერობით მას არავინ დაკავშირებია.