ბერლინის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბერლინის სამართალდამცავი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პოლიციამ სკოლა „პოტენციური სახიფათო ვითარების“ გამო დალუქა.
მოსწავლეების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
სამართალდამცველებს ამ დრომდე დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.