ბერლინის ციხიდან ხუთ დღეში ცხრა პატიმარი გაიქცა
ბერლინის ციხიდან ხუთ დღეში ცხრა პატიმარი გაიქცა

ბერლინის ციხიდან ხუთ დღეში ცხრა პატიმარი გაიქცა.

როგორც BBC იტყობინება, ექვსი მსჯავრდებულის ძებნა ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.

ხელისუფლება პლიოტცენზეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული ვითარებით უკვე დაინტერესდა.

როგორც ირკვევა მსჯავრდებულებმა ციხის სახელოსნოდან სხვადასხვა ინსტრუმენტი მოიპარეს და ისე სავენტილაციო სისტემის გავლით გაიქცნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სათვალთვალო კამერებზე მათი გაქცევის მომენტი დაფიქსირებულია, მომხდარის შესახებ ბადრაგმა 41 წუთის დაგვიანებით შეიტყო.

ბერლინის მერიის იუსტიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ციხის უსაფრთხოების სისტემაში არსებულ ხარვეზებს შესაბამისი კომისია სწავლობს.