ბერლინის აეროპორტში საეჭვო პირი დააკავეს, რომელიც პოლიციელებს ემუქრებოდა
ბერლინში „შონეფილდის“ აეროპორტში საეჭვო პირი დააკავეს, რომელსაც მავთულებანი ჟილეტი ეცვა. გერმანული მედიის ცნობით, ავტოსადგომზე მყოფი უცნობი მამაკაცი პოლიციელებს დაემუქრა. მას ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა და საეჭვო ჟილეტი ეცვა, რომლიდანაც მავთული ჩანდა.
გავრცელებული ცნობით, ინციდენტი დილის 8:00 საათზე მოხდა. ამჟამად მამაკაცი დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.
მომხდარის გამო აეროპორტის ერთ-ერთი ავტოსადგომი და მიწისქვეშა გადასასვლელი დაკეტილია. პოლიციის ცნობით, მომხდარის გამო აეროპორტში ფრენები არ შეჩერებულა და მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.