საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა ყატარის ჩემპიონატში ორმაგი დუბლი შეასრულა და „ალ შამალს“ გამარჯვებაში დაეხმარა.
„ალ ვაკრასთან“ მოგებულ (64:59) მატჩში ბერიშვილმა ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 10 ქულა, 11 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მიშამ 6-დან 2 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
„ალ შამალს“ 6 ტურის შემდეგ 5 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ „ალ არაბისა“ და „ალ გარაფას“ ჩამორჩება. ბერიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს სწორედ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ „ალ არაბისთან“ ჩაატარებს.