ბერიშვილის ორმაგი დუბლი და მეხუთე გამარჯვება
ბერიშვილის ორმაგი დუბლი და მეხუთე გამარჯვება

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა ყატარის ჩემპიონატში ორმაგი დუბლი შეასრულა და „ალ შამალს“ გამარჯვებაში დაეხმარა.

„ალ ვაკრასთან“ მოგებულ (64:59) მატჩში ბერიშვილმა ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა და 40 წუთში 10 ქულა, 11 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მიშამ 6-დან 2 ორქულიანი და 7-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.

„ალ შამალს“ 6 ტურის შემდეგ 5 გამარჯვება აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ „ალ არაბისა“ და „ალ გარაფას“ ჩამორჩება. ბერიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს სწორედ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ „ალ არაბისთან“ ჩაატარებს.