ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე სტამბოლში ვები ემრეს მემორიალური გათამაშების ჩემპიონი გახდა
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვები ემრეს გათამაშება მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერთ-ერთი სალიცენზიო ტურნირი იყო, სადაც 82 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლაშა გობაძე გახდა. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გობაძე ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ემრაჰ კუსის დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.
სტამბოლში ვერცხლის მედალი 98 კგ. წონით კატეგორიაში ლექსი ლოდიამ მოიპოვა, მან გადამწყვეტი ბრძოლა ბელარუს სიარჰეი სტადარიუბთან 1:6 წააგო, ლაშა მარიამიძე(63) კი ვები ემრეს მემორიალური გათამაშების ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.
ბრინჯაოს მედლებისთვისთვის შეხვედრები ოლიმპიურმა მედალოსანმა შმაგი ბოლქვაძემ (72) და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს მესამე პრიზიორმა რობერტ კობლიაშვილმა (87) წააგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კობლიაშვილმა მესამე ადგილისთვის პაექრობა ტრავმის გამო დათმო.