ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე წინასწარი შეხვედრები გაიმართა
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ხუთი ფინალური წყვილი გაირკვა.
„ახალ თბილისში“ მიმდინარე ტურნრზე დღეს მხოლოდ ხუთი წონითი კატეგორიის (55; 63; 72; 82; 97) წინასწარი შეხვედრები გაიმართა.
55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ნუგზარ წურწუმია (ხობი) და ზურაბ მაჭარაშვილი (ოზურგეთი) დაუპირისპირდებიან.
ლერი აბულაძე (აჭარა) და ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი) გაარკვევენ ჩემპიონის ვინაობას -63 კილოგრამში.
რამაზ ზოიძე (აჭარა) და იური ლომაძე (ოზურგეთი) შეხვდებიან ერთმანეთს -72 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში.
ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილისა (თბილისი) და მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის პრიზიორის- ლაშა გობაძის (აჭარა) ორთაბრძოლა შედგება -82 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
თბილისური ფინალი გაიმართება -97 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ერთმანეთს რევაზ ნადარეიშვილი და კოკა კირცხალია დაუპირისპირდებიან.
ამ წონითი კატეგორიების ფინალური ბლოკი, ხვალ 17:00-ზე დაიწყება. მანამდე „ახალ თბილისში“ გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალისტები გამოვლინდებიან, ტურნირი კი 11 იანვარს დასრულდება.