ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები მსოფლიოსთვის მზადებას ასრულებენ
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები მსოფლიოსთვის მზადებას ასრულებენ

ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას ასრულებენ. გუნდი 10 ოქტომბრიდან დუშეთში დასკვნით შეკრებაზე იმყოფება. მსოფლიოს ჩემპიონატს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, 20 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

დღეს კლასკოსების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბექა როყვამ, გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

 

55 კგ. ნუგზარ წურწუმია
60 კგ. დავით ჩხარტიშილი
63 კგ. ლაშა მარიამიძე
67 კგ. შმაგი ბოლქვაძე
72 კგ. გიორგი ხუჭუა
77 კგ. თორნიკე ძამაშვილი
82 კგ. ლაშა გობაძე
87 კგ. რობერტ კობლიაშვილი
97 კგ. რევაზ ნადარეიშვილი
130 კგ. იაკობ ქაჯია

„ნაკრების მზადების დასკვნით ეტაპს ასრულებს. რთულია მსოფლიოს ჩემპიონატზე პროგნოზის გაკეთება, თუ როგორ ვიასპარეზებთ. მაგრამ იმედია ჩვენს გულშემატკივრებს კარგი გამოსვლით გავახარებთ“ – ამბობს ბერძნულ-რომაულის სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი, ბექა როყვა.