ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გიორგი თოხაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების წევრი გიორგი თოხაძე (55 კგ) ბაქოში მიმდინარე ტურნირზე ევროპის ჩემპიონი გახდა – ქართველმა ფინალურ დაპირისპირებაში თურქ მუთლუს 9:0 სძლია.
დღესვე ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იჭიდავა აჩიკო ბოლქვაძემაც (87 კგ). იგი ნეიტრალური დროშით მოასოარეზე გონიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დმიტრი ბაბორიკო დაამარცხა.