ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, რიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, რიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთი ქართველი გამოვიდა. ირაკლი ძიმისტარიშვილი (60კგ), ჯონი ხეცურიანი (67 კგ) და გიორგი მელია (97კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ. შმაგი ბოლქვაძემ (72 კგ) და აივენგო რიკაძემ (82 კგ) კი ნახევარფინალში თავიანთი ბრძოლები ჩაატარეს.

ბოლქვაძე ფინალის საგზურისთვის უნგრელ მოჭიდავეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის სომხეთის წარმომადგენელს შეხვდება.

 

აივენგო რიკაძე კი სამწუხაროდ, ნახევარფინალში რუს მეტოქესთან დამარცხდა და კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ბოლქვაძე და რიკაძე საბოლოო ბრძოლებს ხვალ ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ფინალურ ბლოკში, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, ოქროს მედლისთვის იაკობ ქაჯაია (130), ხოლო ბრინჯაოსთვის ლერი აბულაძე (63 კგ) იჭიდავებენ.