პეტრიაშვილი ტაჰასთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დასჯერდა #1TVSPORT

23:15, 19.04.2023

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა ლეგენდარულ თურქ მოჭიდავესთან, ტაჰა აკგულთან იჭიდავა და უშანსოდ – 4:9 დამარცხდა. ტურნირზე დღეს სამმა ქართველმა – შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ფარტენაძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელი ტარას მარკოვიჩი 6:5 დაამარცხდა, კენჭაძემ სომეხ ალიხანიანს დამაჯერებლად 8:0 მოუგო, მაისურაძემ კი უკრაინის სახელით მოასპარეზე ილია არჩაიას 7:2 სძლია.

შეგახსენებთ, რომ დღემდე შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი გახლდათ. 18 აპრილს კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გახდა, მესამე ადგილზე კი ედემი ბოლქვაძე (65კგ) გავიდა.

მსგავსი