ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ზაგრებში ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ზაგრებში ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ ასპარეზობას. ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე ხუთ ქართველს ვიხილავთ.

ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), იური ლომაძე (77 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) საქართველოს ნაკრებისთვის მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით – 13:30, ხოლო ნახევარფინალები 18:45 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ თავისუფალ ჭიდაობაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა სპორტსმენებმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლეს. ქართველების ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.