თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი გამოვა #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი გამოვა #1TVSPORT

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ. მედლების მოსაპოვებლად ხუთი ქართველი ფალავანი იბრძოლებს – რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები – 12:30 საათზე, ნახევარფინალები კი 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძემ (72კგ) და გელა ბოლქვაძემ (82კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.