თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს გამომსვლელი ხუთივე ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს გამომსვლელი ხუთივე ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს #1TVSPORT

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს.

მედლების მოსაპოვებლად ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა – რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ). ხუთივე მათგანი ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძემ (72კგ) და გელა ბოლქვაძემ (82კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.