ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს 23 წლამდე ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი პირველობა არავის დაუთმეს.
მსოფლიოს ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გელა ბოლქვაძის (75 კგ), ლაშა გობაძისა (80 კგ) და ზვიად პატარიძის (130 კგ) ანგარიშზეა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 51 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, მეორეზეა რუსეთი 50 ქულით, ხოლო მესამეზე თურქეთი 42 ქულით.