ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ღირსებას ოთხი სპორტსმენი დაიცავს
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ღირსებას ოთხი სპორტსმენი დაიცავს

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ღირსებას ოთხი სპორტსმენი დაიცავს.

დღეს პლანეტის უძლიერესის ტიტულისთვის საქართველოს ნაკრების წევრთაგან დავით ჩხარტიშვილი (59), შმაგი ბოლქვაძე (66), ლაშა გობაძე (80) და ზვიად პატარიძე (130) იბრძოლებენ.

ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი დავით ჩხარტიშვილი ასპარეზობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს. მისი პირველი მეტოქე თურქი აჰმეტ უჩარი იქნება. წარმატების შემთხვევაში, ქართველი ფალავნი უნგრელ ერიკ ტორბასა და ჩინელ დი ჰუს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ბოლქვაძეს, გობაძესა და პატარიძეს, სამივე მათგანი ასპარეზობას 1/8 ფინალური ეტაპიდან იწყებს.

რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე პირველ შეხვედრას ფინელ რამი პეტრი სირჯაესთან ჩაატარებს, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლაშა გობაძე მოლდოველ ვიორელ ბურდუჯას, ხოლო ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ახალგაზრდა ლომად წოდებული ზვიად პატარიძე უნგრელ ფერენც ალმასის დაუპირისპირდება.