ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა.
ადგილობრივები სანიაღვრე არხების გადახურვასა და საკანალიზაციო სისტემის დრენაჟის მოწყობას ითხოვენ. დასახლებაში გზის მოასფალტების სამუშაოები თებერვალში დაიწყო.
აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ.
როგორც მათ განაცხადეს, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების გადახურვა არ იგეგმება.