ბექჰემის ვაჟმა 22 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, დევიდ ბექჰემის ვაჟმა, რომეო ბექჰემმა საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
უმცროსმა ბექჰემმა, რომელიც 1 სექტემბერს 22 წლის გახდა, გადაწყვიტა სამოდელო ბიზნესზე კონცენტრირება.
რომეო ბექჰემი 2023 წლიდან თამაშობდა „ბრენტფორდის“ მეორე გუნდში და კლუბი ფეხბურთელს თანამშრომლობის გაგრძელებას სთავაზობდა, მაგრამ უმცროსმა ბექჰემმა უარყო ეს შეთავაზება. როგორც ბრიტანული პრესა წერს, მან უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს პარიზის ერთ-ერთ წამყვან სამოდელო სააგენტოსთან.