ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბაიერნი“ მზად არის, „ბრენტფორდის“ მეკარე 45 მილიონ ევროდ შეიძინოს #1TVSPORT
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ბაიერნი“ მზად არის, „ბრენტფორდის“ მეკარე 45 მილიონ ევროდ შეიძინოს #1TVSPORT

„ბრენტფორდის“ მეკარემ, დავიდ რაიამ, შესაძლოა, კარიერა ბუნდესლიგაში, კერძოდ კი მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელოს, – იუწყება ფაბრიციო რომანო.

გავლენიანი მიმომხილველის ინფორმაციით, მიუნხენელები მზად არიან, 27 წლის გოლკიპერის სანაცვლოდ ინგლისურ კლუბს 45 მილიონი ევრო გადაუხადონ. იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ დავიდ რაიას „ბაიერნში“ მანუელ ნოიერის შემცვლელად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ მიუნხენური გრანდი „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით იყო დაინტერესებული.

გასულ სეზონზე დავიდ რაიამ პრემიერლიგაში 38 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 46 გოლი და კარი „მშრალად“ 12 შეხვედრაში შეინახა.