ლიონელ მესის სამხედრო გამოცდილების მქონე პირადი მცველი დაუნიშნეს - ის მინდორზეც არგენტინელის გვერდითაა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიონელ მესის სამხედრო გამოცდილების მქონე პირადი მცველი დაუნიშნეს - ის მინდორზეც არგენტინელის გვერდითაა [ვიდეო] #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა, დევიდ ბექჰემმა გუნდის არგენტინელი ვარსკვლავისთვის, ლიონელ მესისთვის პირადი მცველი დაიქირავა. ინგლისელმა ეს ნაბიჯი ტრიბუნებიდან მინდორზე ფანების შევარდნის გახშირებული შემთხვევების გამო გადადგა.

არგენტინული გამოცემის, La Nacion-ის მონაცემებით, პირადი მცველი იასინ ჩეუკო სათავეში უდგას 50 ადამიანისგან შემდგარ გუნდს, რომელიც იცავს ფეხბურთელსა და მის ოჯახს მაიამიში.

პირადი მცველი ყოველთვის მესის გვერდითაა, მაშინაც კი, როცა არგენტინელი თანაგუნდელებთან ერთად გოლს ზეიმობს.

„ჩვენ ვემზადებოდით მესის დაცვისთვის. ცხადია, რომ კლუბმა უნდა უზრუნველყოს ლეოს ტოტალური უსაფრთხოება როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთ“, – განაცხადა „ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა, ხორხე მასმა.

იასინ ჩეუკო ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი ჯარისკაცია, გააჩნია საომარი გამოცდილება ერაყსა და ავღანეთში; Არის საბრძოლო ხელოვნების ოსტატი, დაკავებულია კრივითა და ტაეკვანდოთი; მონაწილეობა აქვს მიღებული MMA-ის რამდენიმე ბრძოლაში.

იასინს უკვე 147 ათასი გამომწერი ჰყავს სოციალურ ქსელებში – იქ მისი კონტენტი თითქმის მთლიანად ორთაბრძოლებისგან შედგება. პროფილს ამშვენებს ციტატა: „ძლიერად მიიჩნევა არა ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბრძოლა ან კრივი, არამედ ის, ვინც აკონტროლებს საკუთარ თავს, როცა გაბრაზებულია“.