პრემიერლიგის მესამე ბომბარდირს რვათვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს #1TVSPORT
პრემიერლიგის მესამე ბომბარდირს რვათვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს #1TVSPORT

„ბრენტფორდის“ ფორვარდი აივან ტონი რვა თვით ჩამოაშორეს ფეხბურთს ფსონების აკრძალვის შესახებ წესების დარღვევის გამო.

გადაწყვეტილება დაუყოვნებლის შედის ძალაში. დისკვალიფიკაციას ვადა 2024 წლის 16 იანვარს გაუვა. ფეხბურთელი ასევე გადაიხდის ჯარიმას 50 ათასი ფუნტის ოდენობით.

2022-23 წლების სეზონში ტონიმ პრემიერლიგის 33 მატჩში 20 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის ლიგის ბომბარდირებს შორის მესამე ადგილზეა.