ბექა ოდიშარია - ვერ დავუშვებთ, რომ ნარკოდილერები საზოგადოებაში თავისუფლად იყვნენ, შესაბამისად, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ
ვერ დავუშვებთ, რომ ნარკოდილერები და ნარკობარიგები იყვნენ საზოგადოებაში თავისუფლად, შესაბამისად, ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, ნარკოპოლიტიკის საკითხზე დისკუსიები იქნება ინტენსიური.
“ნარკოპოლიტიკა არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიმართულება და განსახორციელებელი თემა. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხს უნდა მოვეკიდოთ დიდი პასუხისმგებლობით. არ გვაქვს უფლება და ფუფუნება იმისა, რომ დავუშვათ რაიმე შეცდომა. ჩვენ ვერ წავახალისებთ ნარკოტიკის მოხმარებას, ვერ დავუშვებთ, რომ ნარკოდილერები და ნარკობარიგები საზოგადოებაში თავისუფლად იყვნენ. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავიაროთ ბეწვის ხიდზე. ყველა შემთხვევაში საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს ის, რომ ციხეში არა მოხმარებისთვის, არამედ გასაღებისთვის მოხვდნენ”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.