ბექა ოდიშარია - უნიჭო დრამატურგიაა, თითქოს პრეზიდენტი მედიატორია ორ პოლიტიკურ ძალას შორის, სინამდვილეში, არც ერთს და არც მეორეს სალომე ზურაბიშვილის პოზიცია არ ადარდებს
პრეზიდენტს არანაირი როლი არ მოურგია, მას დავალება აქვს, რომ გაახმოვანოს. უნიჭო დრამატურგიაა, თითქოს პრეზიდენტი მედიატორია ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის. სინამდვილეში, არც ერთს და არც მეორეს სალომე ზურაბიშვილის პოზიცია არ ადარდებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, „ეს იქნება პოლიტიკური მოკლე ჩართვა და თავიანთ ცოტა ელექტორატს კიდევ უფრო მეტად დაკარგავენ და შეელევიან, თუმცა თუ ეს მაინც მოხდა, იქნება უთავმოყვარეობის აპოთეოზი“.
„რატომ? ხაზარაძისთვის გახარია თვალთხარია იყო. ამას არა მხოლოდ თავად ამბობდა, არამედ ამ პროპაგანდას ხელს უწყობდა და აფინანსებდა. გახარია და მისი გახარიები ჯაფარიძე-ხაზარაძეს თაღლითებს უწოდებდნენ. ასეთ ადამიანებს შორის პოლიტიკური ქორწინება თუ შეიძლება, კარგი იქნება, რადგან გამოჩნდება, სად არის პრინციპულობა და უპრინციპობა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.