ბექა ოდიშარია - ტერორიზმს არ აქვს არც ეროვნება, არც რელიგია და არც კონკრეტული მისამართი
ბექა ოდიშარია - ტერორიზმს არ აქვს არც ეროვნება, არც რელიგია და არც კონკრეტული მისამართი

ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსური გამოძიების შედეგად გაასაჯაროვა, უკვე გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ტერორისტული აქტები დაგეგმვის ეტაპზე იქნა აღკვეთილი, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, რომ არა თბილისში, სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცია და სპეცსამსახურების თავდადება, მოვლენები ძალიან სახიფათო სცენარით განვითარდებოდა.

“საზოგადოებამ მეტი ნდობა უნდა გამოავლინოს იმ სტრუქტურების მიმართ რომელთა ირიბი და ხშირად პირდაპირი დამსახურებაცაა ის მშვიდობიანი გარემო, რომლითაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებით გამოირჩევა საქართველო. ტერორიზმი ეს თანამედროვე სამყაროს უდიდესი გამოწვევაა და მას არ აქვს არც ეროვნება, არც რელიგია და არც კონკრეტული მისამართი. ყოველი სისუსტე, რომელსაც გამოამჟღავნებს სპეც სტრუქტურა და მით უმეტეს საზოგადოება ეს არის ახალი შესაძლებლობა და ნოყიერი ნიადაგი ტერორიზმის ახალი კერების გაჩენისათვის. ასე რომ ვფიქრობ, მეტი თავდაჭერილობა და ანალიზი გვმართებს, ვიდრე მწვავე განცხადებებს გავაკეთებთ”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.