ბექა ოდიშარია - სალომე ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ მისი დაანონსებული პლატფორმა მარცხისთვის არის განწირული, ეს პლატფორმა ვერცერთ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევს
დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილს ასო-ასო აქვს წაკითხული საქართველოს კონსტიტუცია და კარგად იცის, ვინ განსაზღვრავს პოლიტიკას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს თუ სურს, ევროინეტგრაციის პროცესები დაჩქარდეს, თავის დროზეც უნდა შემოერთებოდა იმ ჯგუფს, რომელიც მმართველ გუნდს გულისხმობს პარლამენტშიც და მთავრობაშიც.
„მას ოპოზიციისთვის უნდა მოეწოდებინა, რომ ღია კარში პირდაღებული ნუ დარჩებოდნენ. ახლა ალტერნატიული პლატფორმის დაფუძნება, ისევე როგორც მისი უკანონო ვიზიტები, დაუშვებელია. მან კარგად იცის, რომ მისი დაანონსებული პლატფორმა მარცხისთვის არის განწირული. ეს პლატფორმა ცხრა დათქმაზე იმუშავებს თუ სალომე ზურაბიშვილი იქნება ფანჩატურის შტაბის ხელმძღვანელი, ვერცერთ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევს“, – განაცხადა ოდიშარიამ.