ბექა ოდიშარია - საკონსტიტუციო სარჩელის სამ ნაწილად, „ენჯეოდ“, პრეზიდენტად და ოპოზიციად დაყოფა ხელოვნურია, რადგან ერთ ქვაბში ჩაყრილი კომპონენტები არიან, საზოგადოებას კლოუნადა მობეზრდა
ეს ადამიანები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან და ხელმძღვანელობენ ინსტრუქციებით, რომლებიც მათ საზღვრების გარედან მიეწოდებათ. საკონსტიტუციო სარჩელის სამ ნაწილად – „ენჯეოდ“, პრეზიდენტად და ოპოზიციად დაყოფა ხელოვნურია, რადგან ერთ ქვაბში ჩაყრილი კომპონენტები არიან და ამ ქვაბში წინასაარჩევნოდ იხარშებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სარჩელების თაობაზე განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, ქართულ საზოგადოებას კლოუნადა მობეზრდა და 26 ოქტომბერს გამოჩნდება, ოპოზიცია რა შედეგს მიიღებს.
„თემას აწევს ოპოზიცია, შემდეგ მას აჰყვებიან „ენჯეოები“ და ოპოზიციური არხებიც ფეიკნიუსს გაავრცელებენ, პრეზიდენტი კი ისე გამოვა, თითქოს დიდი დამოუკიდებელი მსაჯულია და რაიმე ავტორიტეტი აქვს, რაღაც ცრუ განცხადებებს გააკეთებს, რაც მას ბუმერანგივით უბრუნდება. ამ ცოდვილობაში არიან. ამ ცოდვილობით რას მიაღწევენ, 26 ოქტომბერს ვნახავთ, რადგან ქართულ საზოგადოებას მობეზრდა ეს კლოუნადა – დადგმული საშინაო დავალებები. ამათ მავნებლობას და გაიძვერობას ხალხი აღარ ჭამს. ცოდვილობენ, მაგრამ არაფერი გამოსდით“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.