ბექა ოდიშარია - რა ომი უნდა აწარმოონ და ვის წინააღმდეგ, ცოტა კომიკურია ეს მუქარა, გონს მოეგონ და თავიანთ ლიდერს, სააკაშვილს მოუწოდონ, გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას
ბექა ოდიშარია - რა ომი უნდა აწარმოონ და ვის წინააღმდეგ, ცოტა კომიკურია ეს მუქარა, გონს მოეგონ და თავიანთ ლიდერს, სააკაშვილს მოუწოდონ, გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას

რა ომი უნდა აწარმოონ და ვის წინააღმდეგ, ცოტა კომიკურია ეს მუქარა, გონს მოეგონ და თავიანთ ლიდერს, სააკაშვილს მოუწოდონ, გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ბექა ოდიშარიამ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.

„მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევა დაბრალდება სწორედ ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ჩალაძე და სხვები, ვინც მას მოუწოდებენ, თვითდაზიანების რეჟიმში იყოს. დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენ პასუხისმგელობასაც ვაცნობიერებთ და ვახორციელებთ კიდეც. მგონი, ეტყობა იუსტიციის მინისტრის დამოკიდებულებას, ექიმებს და ყველა იმ ადამიანს, ვის ხელშიც არის ახლა პატიმრის ჯანმრთელობა და ყოფა, გარდა იმ ხალხისა, ვინც პარაზიტობს, ამ პოლიტიკურ დღის წესრიგად აქცევს მის ჯანმრთელობას. ადამიანურად, ჰუმანურად არ ინდობს იმ ადამიანს, რომელმაც შექმნა ეს პარტია და ერთი სული აქვთ, ამ ადამიანის ჯანმრთელობით კიდევ რაღაცნაირად გააცოცხლონ საკუთარი პოლიტიკური პლატფორმა. რა ომი უნდა აწარმოონ და ვის წინააღმდეგ, ცოტა კომიკურია ეს მუქარა. კიდევ ერთხელ ვამბობ, გონს მოეგონ და თავიანთ ლიდერს მოუწოდონ, გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას. დანარჩენს როგორც ექიმები, ისე პენიტენციური სისტემა გააკეთებს და შეასრულებს თავის მოვალეობას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.