ბექა ოდიშარია - ქალბატონი სალომე ცდილობს, ნოყიერი, ამავე დროს შეფარული ნიადაგი შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისთვის, მათი ჩრდილოვანი კაბინეტი მონსტრების კორპორაციაა
ბექა ოდიშარია - ქალბატონი სალომე ცდილობს, ნოყიერი, ამავე დროს შეფარული ნიადაგი შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისთვის, მათი ჩრდილოვანი კაბინეტი მონსტრების კორპორაციაა

კოალიციური მმართველობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არის გამორიცხული. ჩვენ გვაქვს 60%-იანი რეიტინგი, რაში გვჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“ ან ერთხელ და სამუდამოდ რატომ უნდა დავიმარხოთ თავი ისე, როგორც ეს ადამიანები იმარხავენ თავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდრო ურთიერთობით და თანამშრომლობით? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შურისძიების სურვილით არის შეპყრობილი.

„სამწუხაროდ, ქალბატონი სალომე ცდილობს, რომ ნოყიერი, ამავე დროს შეფარული ნიადაგი შეუქმნას „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისთვის. მათი ჩრდილოვანი კაბინეტი მონსტრების კორპორაციაა. ყველა, ვინც კი არის შურისძიებისთვის შეპყრობილი, ირჩევს იმ თანამდებობას, საიდანაც შურისძიება გაუადვილდება. არ ვიცი, ვინ იყრის კენჭს, რა კოალიციები შეიქმნება, რა პარტიები გაერთიანდება. „ხალხის ძალასთან“, რა თქმა უნდა, წარმოგვიდგენია, ცხადია, ჩვენი პარტნიორები არიან. შეიძლება კიდევ ნორმალური ოპოზიციური პარტიები შემოვიდნენ“, – განაცხადა ოდიშარიამ.