ბექა ოდიშარია - პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტოს, მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია
ბექა ოდიშარია - პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტოს, მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია

პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტოს, მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად გაუგებარია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„აბსოლუტურად გაუგებარია ადამიანურად, სამართლებრივად ხომ საერთოდ ნონსენსია, რა მიზეზითაც მან შეაყოვნა თავისი აუცილებელი ქმედება, რადგან ეს არის მისი კონსტიტუციური უფლება, რომ შეუწყვიტოს მოქალაქეობა ფარცხალაძეს. თუმცა, ასევე, რა მიზეზიც მან დაასახელა, ესეც აბსოლუტურად არ აფერხებს მოქალაქეობის შეჩერების პროცესს.

მოგეხსენებათ, ნებისმიერი დამნაშავე, ბრალდებული, ეჭვმიტანილი საქართველოს მართლმსაჯულების კონტექსტში ერთნაირად აგებს პასუხს, იქნება ის საქართველოს მოქალაქე, რუსეთის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 22 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.