ბექა ოდიშარია - ოპოზიციას უნდა, კვლავ დასაჯოს საკუთარი ხალხი, ოღონდ რუსეთის ხელით
„ქართული ოცნების“ წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთის გადაწყვეტილება არის ცალმხრივი სანქციის ანულირება.
მისივე თქმით, ოპოზიციას უნდა, დასაჯოს საკუთარი ხალხი რუსეთის ხელით.
„გახსოვთ, რუსეთმა დასაჯა ქართველი ხალხი საკუთარი გადაწყვეტილებით, შეუთანხმებლად როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე საქართველოსთან. ახლა ის თავად ხსნის თავის სასჯელს. ბუნებრივია, ოპოზიციას უნდა, კვლავ დასაჯოს საკუთარი ხალხი, ოღონდ სხვისი ხელით, რუსეთის ხელით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება არის ცალმხრივი სანქციის ანულირება. შესაბამისად, ჩვენ ამას ვიღებთ მოცემულობად“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.