ბექა ოდიშარია - ოპოზიციური სპექტრიდან მცირეა ორიენტირებული ევროპული მიმართულებით წარმატებაზე, დანარჩენები აკეთებენ იმავეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებელთა ფრთა
ბექა ოდიშარია - ოპოზიციური სპექტრიდან მცირეა ორიენტირებული ევროპული მიმართულებით წარმატებაზე, დანარჩენები აკეთებენ იმავეს, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებელთა ფრთა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიციის ფართო სპექტრიდან მხოლოდ მცირე ნაწილია კონსტრუქციული და საქართველოს ევროპული მისწრაფებების კუთხით წარმატებაზე ორიენტირებული.

ოდიშარიას თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იყო და იქნება გაცილებით მყარი დასაყრდენი ევროპელი პარტნიორებისთვის, ვიდრე ეს ადამიანები.

ბექა ოდიშარია ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ჩართულობის მოლოდინი არ აქვს.

„ჩვენ გვყავს ოპოზიციის ფართო სპექტრი. ძალიან მცირე სეგმენტია კონსტრუქციული და ორიენტირებული საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართულებით წარმატებაზე. დანარჩენები არიან ცოტა ჭკვიანები და ეშმაკები, ჩვენი პარტნიორების წინაშე თამაშობენ პატრიოტიზმს, სინამდვილეში აკეთებენ იმავეს, რასაც აკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებელთა ფრთა. იმდენად მოკლე ჭკუა აქვთ, იმდენად მოკლებული არიან ანალიტიკას, აზროვნებას, რომ ვერ ხვდებიან, „ქართული ოცნება“ ყოველთვის იყო და იქნება გაცილებით უფრო მყარი დასაყრდენი ევროპელი პარტნიორებისთვის, ვიდრე ეს მოღალატე ადამიანები. ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანას ღალატობს, არავის უყვარს. საკუთარ ქვეყანას ღალატობენ და ამერიკას, ევროპას რას დამართებენ გადამწყვეტ მომენტში? ამას ხომ ხვდებიან ის გამოცდილი პოლიტიკისები და სწორედ ამიტომაც გაიცა შესაბამისი დადებით რეკომენდაცია. სწორედ ამიტომაც მივიღებთ დამსახურებულად კანდიდატის სტატუსს. არც სამუშაო პროცესში ოპოზიციის ჩართულობის მოლოდინი გვაქვს და უკვე საზოგადოებას, მინდა, ბოდიში მოვუხადო. ხშირად მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ კარი ღიაა. კარი ღიაა, მაგრამ თუ არ შემოვლენ, არც ამით არაფერი დაშავდება. როდესაც აპრიორში იცი, რომ ადამიანი მოდის იმისთვის, რომ შენს დალაგებულ აგურებს ხელი წაკრას, ჩამოანგრიოს, ასეთი ადამიანი მშენებლობაში მიიღებს თუ არა მინაწილეობას, არამცთუ სულერთია, არამედ, პირიქით, სასურველიც არის, რომ ასეთმა ადამიანმა პროცესში მონაწილეობა არ მიიღოს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.