ბექა ოდიშარია - ოპოზიცია ძალიან საშიში ძალაა, გარედან იმართება, ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში უცხო ძალის აგენტურას წარმოადგენს, ამ ძალასაც ადვილად გაყიდის
ერთმანეთს ახლო წარსულში უკანასკნელი სიტყვებით იხსენიებდნენ, მაგრამ როგორც კი უცხოელმა ინსტრუქტორებმა გაერთიანება უბრძანეს, ეს მოუწიათ. უხილავი ხელი, რომელიც ამ ფაზლს ადგენს, ფიქრობს, რანაირად და როგორმე შეიყვანოს შეცდომაში ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ, მათი აზრით, ჩამოუყალიბებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„ერთმანეთს ახლო წარსულში უკანასკნელი სიტყვებით იხსენიებდნენ, მაგრამ როგორც კი მათმა უცხოელმა ინსტრუქტორებმა გაერთიანება უბრძანეს, ეს მოუწიათ. უხილავი ხელი, რომელიც ამ ფაზლს ადგენს, ფიქრობს, რანაირად და როგორმე შეიყვანოს შეცდომაში ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ, მათი აზრით, ჩამოუყალიბებელია. ეს არ გამოუვათ. მით უმეტეს, ისეთი გაცვეთილი და მდარე ხერხებით, როგორიცაა მელიასა და გვარამიას ახლებად გასაღება. როგორ შეიძლება ძველი, მჟავე სახე ახლად გადაიქცეს? ამას არც ფიზიკა და არც ქიმია არ გვასწავლის. ძალიან მძიმეა ის მდგომარეობა, რაშიც „ევროპული საქართველოს“ ერთი და მეორე ნაწილი წინასაარჩევნოდ ჩავარდა. ძალიან მძიმეა ხატია დეკანოიძის მდგომარეობა, რომელსაც სხვა გზა აღარ ჰქონდა. რა თქმა უნდა, მას იმავე მენტორებმა და ინსტრუქტორებმა ურჩიეს თუ მიუთითეს, რომ ერთადერთ მისთვის შესაფერის ადგილას – კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ და მის დედა პარტიაში დაბრუნებულიყო. ალბათ იგივე ბედი ელის რომან გოცირიძეს, უბრალოდ, ის რაღაცას ელოდება. ალბათ დაავიწყდათ მისთვის გარკვეული ინსტრუქციების მიცემა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მისი თქმით, ოპოზიცია ძალიან საშიში ძალაა, იმიტომ, რომ გარედან იმართება და საკუთარ თავს არ წარმოადგენს, ასევე იმის გამო, რომ დაქირავებული ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში უცხო ძალის აგენტურას წარმოადგენს, იმ ძალასაც ძალიან მალე და ადვილად გაყიდის.
„რა მდგომარეობაშიც არიან, მგონი, ამაზე ანა წითლიძის გულიდან ამოხეთქილი, მართალი პოსტია მეტყველი. მან პოლიტიკურ ასპარეზზე თავის მომავალ პარტნიორს უწოდა ადამიანი, რომელიც ყველაფერს „შეიზელს“, ოღონდ პარლამენტში და გამსვლელ სიაში მოხვდეს. ეს ხალხი არჩევნებამდე ერთმანეთს ხოცავს. ჰიპოთეზურად და შავ სიზმარში რომ წარმოვიდგინოთ, ამათ ხელისუფლება ჩაიბარონ, წარმოგიდგენიათ, სიაში ადგილისთვის რომ ხალხი ერთმანეთს ხოცავს, მინისტრთა კაბინეტში ადგილისთვის სულ დაკლავენ ერთმანეთს, მართლაც, ფიზიკურად დაკლავენ. შესაბამისად, ეს ძალიან საშიში ძალაა. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ის გარედან იმართება და საკუთარ თავს არ წარმოადგენს. მეორე მხრივ კი, იმის გამო, რომ დაქირავებული ადამიანი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში უცხო ძალის აგენტურას წარმოადგენს, ის იმ ძალასაც ძალიან მალე და ადვილად გაყიდის. სწორედ ამიტო, ჩვენმა პარტნიორებმა ეგზისტენციალური არჩევანი უნდა გააკეთონ – საკუთარი ქვეყნის მოღალატეებსა და მოქირავნეებსა და პრინციპულ მეგობრებს შორის, როგორიც „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.