ბექა ოდიშარია - „ნაცმოძრაობა“ და მათი საცეცები თითქოს ერთმანეთს ლანძღავენ, მაგრამ ალიანსში არიან, ერთი პარტიის ლიდერის დავალებით, მეორე პარტიის ლიდერი სხვაგან მიდის, კონსულტაციებს ცვლიან
„ნაცმოძრაობა“ და მათი საცეცები თითქოს ერთმანეთს ლანძღავენ, მაგრამ ერთმანეთთან ალიანსში არიან. ერთი პარტიის ლიდერის დავალებით, მეორე პარტიის ლიდერი სხვაგან მიდის, კონსულტაციებს ცვლიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენენ.
„პაატა მანჯგალაძის სიყვარულზე გული ნამდვილად არ მიჩუყდება. ჩემთვის დღესავით ნათელია, მათ საკუთარი მასწავლებლები რას ეუბნებიან – აბა, მოსწავლეებო, დროებით გაიყავით, ერთმანეთი ლანძღეთ, მაგრამ მოსწავლეებს გზაში წამოცდენები აქვთ და ეთერებში ერთმანეთს ღიად ამხელენ. მათ შორის, ოპოზიციურ ეთერებში და თვითლუსტრირებას ახდენენ. ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ღმერთის და ეკლესიის მიმართ „ნაცმოძრაობას“, მათ საცეცებს დიდი აგრესია აქვთ, თუმცა არაფერი გამოუვათ. ჩვენ ძალიან ფხიზლად ვართ. თითქოს ერთმანეთს ლანძღავენ, მაგრამ ერთმანეთთან ალიანსში არიან. ერთი პარტიის ლიდერის დავალებით, მეორე პარტიის ლიდერი სხვაგან მიდის, კონსულტაციებს ცვლიან, ლუსტრაცია სახეზეა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.