ბექა ოდიშარია - „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ, მანიფესტზე მეც მოვუწერო ხელი
„ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ, მეც მოვუწერო ხელი მანიფესტზე, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი „რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის“ მეორე ყრილობას ახსენებს.
„მანიფესტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მახსენებს „რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის“ 1903 წლის მეორე ყრილობას, სადაც საბოლოოდ მოხდა განხეთქილება ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის.
ეს გაფორმდა დიდი ხნით, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ ჩვენს თანამედროვე ბოლშევიკებს ნამდვილად არანაირი პერსპექტივა არ აქვთ ხელისუფლების ხელში აღების, რადგან მათმა „ოქტომბერმა“, უკვე დიდი ხანია, ჩაიარა.
რაც შეეხება მანიფესტს, როგორც წესი, ის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მოვლენის გამო ქვეყნდება. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ მათი მარტივ მამრავლებად დაშლა განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მე-12 დამატებით პუნქტში ასახავენ, მზად ვარ, მეც მოვუწერო ხელი მათ მანიფესტზე და თან დიდი სიამოვნებით“, – წერს ოდიშარია.