ბექა ოდიშარია - მომავალი წლის პირველი ნახევარი გამოვაცხადოთ კულტურის პრობლემების შესწავლის პერიოდად, ხოლო დარჩენილი წელიწადი კულტურის წლად
ბექა ოდიშარია - მომავალი წლის პირველი ნახევარი გამოვაცხადოთ კულტურის პრობლემების შესწავლის პერიოდად, ხოლო დარჩენილი წელიწადი კულტურის წლად

მომავალი წლის პირველი ნახევარი გამოვაცხადოთ კულტურის პრობლემების შესწავლის პერიოდად, ხოლო დარჩენილი წელიწადი კულტურის წლად, – ასეთი ინიციატივა გაახმოვანა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრთა კაბინეტის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ.

ოდიშარია თქმით, მიესალმება მთავრობის განზრახვას, რომ კულტურის სამინისტრო ისევ ცალკე სტრუქტურად გამოიყოს.

„ახლა საჭიროა ქართულ კულტურაში დაგროვილი პრობლემების შესწავლა, რასაც ჰქვია, ინვენტარიზაცია და იქნებ, რაღაც პერიოდის შემდეგ დავფიქრდეთ და მომავალი წლის პირველი ნახევარი გამოვაცხადოთ ამ პრობლემების შესწავლის პერიოდად, ხოლო დარჩენილი წელიწადი კი გამოვაცხადოთ კულტურის წლად“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.