ბექა ოდიშარია - მნიშვნელოვანია, რომ საავტორო უფლებების ასოციაციამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მუსიკოსებზე განაწილების პრინციპი საჯარო გახადოს
ჩვენი მთავრი პრინციპია, რომ უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველას ინტერესს, – ამის შესახებ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მსჯელობდნენ
ოდიშარიას თქმით, პრობლემის მოგვარების გზა სწორი ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიაა.
„სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ ძირითად პრინციპს თუ როგორ ნაწილდება თანხა კონკრეტულ ადამიანებზე. მნიშვნელოვანია, რომ საავტორო უფლებების ასოციაციამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მუსიკოსებზე განაწილების პრინციპი საჯარო გახადოს. ამ პროცესებით არავინ უნდა დაზარალდეს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
პარლამენტში გამართული საკომიტეტო მოსმენა დაპირისპირებული მხარეების მოსმენას დაუთმო.
საქართველოში მოქმედმა ოთხასამდე ავტორმა და შემსრულებელმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის გადაწყვეტილებით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში“ ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.