ბექა ოდიშარია - ლევან ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი მსმენია, სად შემვარდნი და გამომვარდნია
სიმართლე გითხრათ, ლევან ხაბეიშვილის დევგმირობის შესახებ არაფერი მსმენია. სად შემვარდნი და გამომვარდნია, – ამის შესახებ საპრლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
ბექა ოდიშარია გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, ხაბეიშვილი ნებისმიერი ძალადობისას არსად გამარჯვებული არ დარჩენილა.
„ისე ნუ იზამს, რომ შევარდეს და გვერდზე მიუსვან, ოღონდ, დარწმუნებული ვარ, მას „ვივამედში“ ჯდომა არ მოუწევს და შეიძლება, იმ ადამიანთან ერთად გადასვან ისეთ ადგილას, სადაც შევარდნას, არ ვიცი, და გამოვარდნას ვეღარ მოახერხებს. ამ პარტიაში ის ხდება, რისი დათესვაც უნდოდათ ქვეყანაში. რასაც თესდნენ, ის საკუთარ პარტიაში მოიმკეს და ჯერ სად არიან. ალბათ წიწილების დათვლა შემოდგომაზე მოუწევთ. უკვე თავადაც იძახიან, რომ ერთმანეთის ბრალდებებში ფსკერს ქვემოთ არიან დასულები. არ შეიძლება, ამ პარტიას არც ოპოზიციური ნიშა ანდო. სხვათა შორის, სააკაშვილის სახელით პარაზიტობდნენ და ამ გზით ცდილობენ სააკაშვილის პარტიის ხელში ჩაგდებას. ახლა ხდება იმ წვრილმანებზე საუბარი, რაც ალბათ არ ეკადრება ერთ პატარა ოჯახსაც კი, არათუ მთავარი ოპოზიციური პარტიის სახელზე პრეტენზიის მქონე წამონაქმნს“, – განაცხადა ოდიშარიამ.